მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროდაზღვევის პროგრამა“ 2014-2022: გაცემულია ₾99,5 მილიონის პრემია

63d4fd0006874
თელარა გელანტია
28.01.23 15:20
494
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2022 წლებში, 64,563 ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 149,880 პოლისი.

მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში დაზღვეულ იქნა 1,180,236,992 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა, ჯამური 139,031.91 ჰა მიწის ფართობით.

„ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 99,544,506 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,101,164 ლარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67,700,161 ლარია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.

სამინისტროს ინფორმაციითვე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობასა და არსებულ შედეგებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან ნაბიჯები გადაიდგას, რათა აგროდაზღვევის პროგრამა უფრო მეტად იყოს მორგებული როგორც ფერმერთა, ისე სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებზე. საჭიროებების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება პროგრამას მეტად მოქნილს გახდის, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის მაქსიმალურად შემცირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრას "ალდაგის“, „თიბისის“, „არდის“, „ნიუ ვიჟენისა“ და „პრაიმის“ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციებისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები