მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდნენ და ხორბლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს -სამინისტრო

64aec9035555d
BM.GE
12.07.23 19:41
565
ქართული ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წისქვილკომბინატები მეხორბლე ფერმერებისგან ათასობით ტონა ხორბალს იბარებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ შპს „აგროსისტემებს“ ხორბლის ჩასაბარებლად ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების მეხორბლეებმა მიმართეს.

როგორც „აგროსისტემების“ დირექტორი რენა ბაბაევა აცხადებს, პროცესის წარმატებას ხელი აქტიურად შეუწყო იმ ფაქტმა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასური დაწესდა.

ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდნენ და ხორბლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

„წელს ხორბლის კარგი მოსავალია. წისქვილები ნელ-ნელა ამუშავდა და უკვე ჩაბარებაც დაწყებულია. ძალიან დაგვეხმარა მთავრობის გადაწყვეტილება - საიმპორტო საფასურის დაწესება. დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან, სადახლოდან; ხორბალს ვიბარებთ კახეთის რეგიონის მეხორბლეებისგანაც. პროცესი აღდგა და ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. თუ ასეთი ტემპით იმუშავებს წისქვილკომბინატები, მეხორბლეები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა „აგროსისტემების“ დირექტორმა რენა ბაბაევამ.

რატომ ვერ იბარებენ წისქვილები ხორბალს 70 თეთრად? - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები