მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 ათას ლარიანი ზღვარის დაწევის საჭიროება არ დგას – მაჭავარიანი საბანკო რეგულაციებზე

5e4e574ad576d
ინგა მურუსიძე
20.02.20 14:06
1145
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 200 ათას ლარიანი ზღვარის არც დაწევა და არც გაუქმება პრობლემა არ არის, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.

მინისტრის განმარტებით, მთავარი დაკვირვების ობიექტი არის სამშენებლო სექტორი და ვინაიდან ამ სექტორს პრობლემები არ აქვს, ახლა ზღვარის ჩამოწევაზე საუბარი არ არის.

"თავის დროზე, 200 ათას ლარიანი ზღვარის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო დაცვა კურსის ცვლილებაზე მოწყვლადი ჯგუფებისა. იყო რისკი, ეს ხომ არ დააზიანებდა სამშენებლო სექტორს გაძვირებული ლარის პირობებში, თუმცა ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი მშვიდად ვითარდება, დაკრედიტებაც მიმდინარეობს, ზრდაც მაღალია, მაგრამ კი ბატონო, შევხვდეთ, შევჯერდეთ, ყოველთვის ღია ვართ, გადავხედოთ ამ საკითხს, გავარჩიოთ. მზად ვართ ჩამოვწიოთ 200 ათას ლარიანი ზღვარი, თუმცა დღევანდელი მონაცემები მაინცდამაინც ამის საჭიროებას არ აჩვენებს. მოდით, გვანახეთ, დავსხდეთ ეროვნულ ბანკთან ერთად. დაგვარწმუნეთ და თუკი სხვა მონაცემი გაქვთ, ვიმსჯელოთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.