07.მარტი .2020 16:13

2019 წელი "საქართველოს ფოსტამ" 2 მილიონიანი მოგებით დაასრულა - ლევან ჩიკვაიძე

views 399
უკან

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის განცხადებით, 2019 წელი კომპანიამ მოგებით დაასრულა.

“წინასწარი მაჩვენებლებით გასულ წელს “საქართველოს ფოსტას” 90 მლნ-იანი ბრუნვა და 2 მლნ-ზე მეტი მოგება ჰქონდა”,- ამბობს BM.ge სთან ლევან ჩიკვაიძე.

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი გამოთქვამს იმედს, რომ მიმდინარე აუდირების შემდეგ ციფრები მცირედით დაკორექტირდება.

“90 მლნ-იან ბრუნვაში 2 მლნ მოგება, უნდა გავითვალისწინოთ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანიას გააჩნია, არ არის ცუდი მაჩვენებელი “- ამბობს ჩიკვაიძე.

მისივე განცხადებით, კომპანიის საოპერაციო მოგება ბოლო წლებში ყოველთვის დადებითი იყო, თუმცა, ფინანსური შედეგების ნაწილში უარყოფითი ბალანსი გასაკვირი არ არის.

“საქართველოს ფოსტის” ფინანსური მაჩვენებლები ანგარიშგებების მიხედვით:

2016

შემოსავალი 70,691,000
წმინდა მოგება/ზარალი - 2,252,000
აქტივები 70,421,000


2017

შემოსავალი 86,642,000 ( ზრდა წინა წელთან შედარებით 22.56%)
წმინდა მოგება/ზარალი - 326,000
აქტივები 72,861,000


2018

შემოსავალი 101,974,000 ( ზრდა წინა წელთან შედარებით 17.70% )
წმინდა მოგება/ზარალი - 821,000
აქტივები 87,159,000

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა