მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა

ლევან ჩიკვაიძე
BM. GE
30.10.23 12:46
35

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა. ბ-ნ მარიან ოსვალდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ „Silk Road Forum”-ის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ლევან ჩიკვაიძესთან შეხვედრისას, საუბარი გაიმართა საფოსტო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირი“ აერთიანებს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს, ქვეყნებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობასა და საფოსტო დარგის სტრატეგიის განხორციელებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები