22.იანვარი .2020 13:51

2019 წელს ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 953.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

views 864
უკან

2019 წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული 15 კომერციული ბანკის ჯამური საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი 7.8%-ით 4,497,220,229 ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ჯამური ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქართულმა ბანკებმა წმინდა მოგების სახით 953,635,059 ლარი გამოიმუშავეს, რაც 2018 წელთან შედარებით 4.3%-ით მეტია.

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან - 1,958,314,129 ლარის საპროცენტო შემოსავალი (2018 წელთან შედარებით 3%-ით მეტი), იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი - 1,184,556,558 ლარის შემოსავალი (2018 წელთან შედარებით 19%-ით მეტი) მიიღეს. 

ბანკების არასაპროცენტო შემოსავლებმა 925,391,019 ლარი შეადგინა (ზრდა 4.6%). არასაპროცენტო შემოსავლები ძირითადად სხვადასხვა სახის საკომისიოებსა და საურავებისგან, ასევე სავალუტო კონვერტაციის ოპერაციებისგან შედგება. 2019 წელს მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კომერციულმა ბანკებმა 359,841,896 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 61%-ით მეტია. 

რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, სტატისტიკის მიხედვით, ბანკებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და კომერციული ორგანიზაციების დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვაა. 2019 წლის განმავლობაში ჯამურად ბანკებმა ანგარიშებს 857,141,334 ლარის საპროცენტო სარგებელი დაარიცხეს (წლიურ ჭრილში 13.2%-ით მეტი). არასაპროცენტო ხარჯების მოცულობა კი, გასულ წელს 1,316,709,544 ლარს შეადგენდა. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 730,245,359 ლარი "აპარატის შენახვის ხარჯს" წარმოადგენს, ამ თანხაში შედის ბანკებში დასაქმებული პირების ხელფასები, ასევე ფილიალების შენახვის ხარჯები. წლიურ ჭრილში აღნიშნული თანხა 8.7%-ით არის გაზრდილი. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკების მოგება-ზარალის სრული უწყისი ასე გამოიყურება:

  • კომერციული ბანკების მთლიანი შემოსავლები - 4,497,220,229 ლარი; ზრდა წინა წელთან 7.8%; 
  • მათ შორის საპროცენტო შემოსავლები - 3,571,829,210 ლარი; ზრდა წინა წელთან 8.7%; 
  • მათ შორის ნოსტრო ანგარიშებიდან - 51,354,075 ლარი; ზრდა წინა წელთან 32.1%; 
  • მათ შორის ბანკთაშორისი სესხებიდან - 766,877 ლარი; კლება წინა წელთან -43.1%; 
  • მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან - 1,958,314,129 ლარი; ზრდა წინა წელთან 3.0%; 
  • მათ შორის იურიდიული პირების სესხებიდან - 1,184,556,558 ლარი; ზრდა წინა წელთან 19.1%; 
  • მათ შორის ფასიანი ქაღალდებიდან - 327,969,748 ლარი; ზრდა წინა წელთან 10.6%; 
  • კომერციული ბანკების სხვა შემოსავლები - 48,867,824 ლარი; კლება წინა წელთან -6.7%; 
  • კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები - 925,391,019 ლარი; ზრდა წინა წელთან 4.6%; 
  • მათ შორის საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან - 367,235,408 ლარი; კლება წინა წელთან -5.6% ; 
  • მათ შორის შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან - 84,646,988 ლარი; კლება წინა წელთან -0.2% ; 
  • მათ შორის საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი - 359,841,896 ლარი; ზრდა წინა წელთან 61.9% ; 
  • მათ შორის ფასიანი ქაღალდების დილინგიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი - 393,887 ლარი; ზრდა წინა წელთან 1322.2% ; 
  • მათ შორის სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი - (36,412,101) ლარი; კლება წინა წელთან -211.4% ; 
  • მათ შორის სხვა არასაპროცენტო შემოსავლები - 149,684,942 ლარი; კლება წინა წელთან -3.8% ; 
  • კომერციული ბანკების ხარჯები - 3,429,765,585 ლარი; ზრდა წინა წელთან 11.9% ; 
  • მათ შორის საპროცენტო ხარჯები - 1,728,387,998 ლარი; ზრდა წინა წელთან 17.8% ; 
  • მათ შორის მიმდინარე დეპოზიტებზე - 149,725,525 ლარი; ზრდა წინა წელთან 28.0% ; 
  • მათ შორის ვადიან დეპოზიტებზე - 707,415,810 ლარი; ზრდა წინა წელთან 10.5% ; 
  • მათ შორის ბანკთაშორის დეპოზიტებზე - 39,835,202 ლარი; კლება წინა წელთან -9.9% ; 
  • მათ შორის სხვა ნასესხებ სახსრებზე - 595,173,874 ლარი; ზრდა წინა წელთან 10.9% ; 
  • სხვა ხარჯები - 236,237,588 ლარი; ზრდა წინა წელთან 82.6% ; 
  • კომერციული ბანკების არასაპროცენტო ხარჯები - 1,316,709,544 ლარი; ზრდა წინა წელთან 9.7% ; 
  • მათ შორის აპარატის შენახვის ხარჯები - 730,245,359 ლარი; ზრდა წინა წელთან 8.7% ; 
  • მათ შორის ფიქსირებული აქტივების, მასალა-ინვენტარისა და საექსპლოატაციო ხარჯები - 210,366,538 ლარი; ზრდა წინა წელთან 46.0% ; 
  • მათ შორის სხვა არასაპროცენტო ხარჯები - 376,097,648 ლარი; კლება წინა წელთან -2.0% ; 
  • მათ შორის ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით (31+32+33) - 384,668,043 ლარი; კლება წინა წელთან -3.0% ; 
  • მათ შორის სესხებზე - 312,441,300 ლარი; კლება წინა წელთან -17.1% ; 
  • მათ შორის ფასიან ქაღალდებზე - (20,473,597) ლარი; ზრდა წინა წელთან 387.8% ; 
  • მათ შორის სხვა აქტივებზე - 92,700,340 ლარი; ზრდა წინა წელთან 288.3% ; 
  • მოგება გადასახადების გადახდამდე და გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე (საბალანსო მოგება) - 1,067,454,643 ლარი; ზრდა წინა წელთან -3.5% ; 
  • გაუთვალისწინებელი შემოსავალი / ხარჯები - (10,624,615) ლარი; ზრდა წინა წელთან -84.5% ; 
  • მოგების გადასახადი - 103,194,969 ლარი; ზრდა წინა წელთან -16.3% ; 
  • კომერციული ბანკების წმინდა მოგება / ზარალი 2019 წლისთვის - 953,635,059 ლარი; ზრდა წინა წელთან 4.3% . 

თითოეული კომერციული ბანკის ინდივიდუალური ფინანსური მაჩვენებლები ჯერ საჯაროდ ცნობილი არაა. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა