მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ საათებში ემსახურებიან ბანკები ყველაზე მეტ გადახდას - სტატისტიკა

643d0ed0dcd16
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.23 13:17
2545
სტატიაში საუბარია:
საქართველოში კომერციულ ბანკებს შორის საგადახდო ოპერაციები RTGS სისტემით იწარმოება. საბანკო სამუშაო საათები სამუშაო დღეებში, დილის 09:00-დან საღამოს 18:00-მდე განისაზღვრება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბანკები ყოველდღიურად 197 ათას ასეთ ოპერაციას ემსახურებიან, ხოლო ამ ოპერაციების ჯამური მოცულობა დღეში 1.55 მილიარდი ლარია. ეს ნიშნავს, რომ ერთი საშუალო ოპერაცია 7,877 ლარს შეადგენს, ეს მოიცავს როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიებისა და კორპორაციების გადახდებს, საქონლისა და მომსახურების შეძენას, გადასახადების გადახდას და სხვა სერვისებს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბანკებისთვის გადარიცხვების მხრივ ყველაზე დატვირთული დილის 10:00-11:00 საათი და საღამოს 17:00-18:00 საათებია.

ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სტატისტიკა 2023 წლის მარტის მდგომარეობით ყოველდღიურ საათობრივ ჭრილში ასე ნაწილდება:

09:00 - 10:00 სთ.- 24,673 გადარიცხვა, ღირებულებით 111,405,352 ლარი;
10:00 - 11:00 სთ.- 48,267 გადარიცხვა, ღირებულებით 157,731,884 ლარი;
11:00 - 12:00 სთ.- 12,250 გადარიცხვა, ღირებულებით 96,118,511 ლარი;
12:00 - 13:00 სთ.- 10,746 გადარიცხვა, ღირებულებით 79,463,238 ლარი;
13:00 - 14:00 სთ.- 11,528 გადარიცხვა, ღირებულებით 75,934,555 ლარი;
14:00 - 15:00 სთ.- 11,442 გადარიცხვა, ღირებულებით 57,754,122 ლარი;
15:00 - 16:00 სთ.- 14,003 გადარიცხვა, ღირებულებით 84,641,638 ლარი;
16:00 - 17:00 სთ.- 10,685 გადარიცხვა, ღირებულებით 78,926,757 ლარი;
17:00 - 18:00 სთ.- 11,926 გადარიცხვა, ღირებულებით 129,712,803 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეში საშუალოდ განხორციელებული 197 ათასი ოპერაციიდან, გადარიცხვის ორივე მხარეს ბანკი წარმოადგენს 118 ათას შემთხვევაში,78 ათას შემთხვევაში კი გადარიცხვის მეორე მხარე სახელმწიფო ხაზინაა. ეს მოიცავს დღგ-ს გადახდებს, საშემოსავლო გადასახადის გადახდებს, აქციზის, მოგების გადასახადის, იმპორტის გადასახადისა თუ სხვა მოსაკრებლების გადახდებს.

ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის მარტში გადახდების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები