მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკებს 44 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული

64217d63e0633
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.23 15:24
1447
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის თებერვლის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართულ ბანკებს თებერვლის თვის მდგომარეობით, 44.45 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული.

ამ სესხების 55.35% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი პროცენტული პუნქტით მეტია.

“კრედიტებმა 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.32 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.38%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.45%-ით მეტი). 2023 წლის თებერვლის განმავლობაში 0.18%-ით, ანუ 42.04 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით),”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები