მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო კრედიტების მოცულობამ 50 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ბანკი

საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბერში 50.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც სესხების რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში საბანკო კრედიტების ზომა 953 მილიონი ლარით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით) გაიზარდა.

სებ-ის თანახმად, ოქტომბერში კრედიტების ლარიზაცია 0.18 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მან 54.82 პროცენტი შეადგინა.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.04 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.57%-ით მეტი).

2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები