მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ბანკების დეპოზიტები 2.4 მილიარდი ლარით გაიზარდა

64999459a1abf
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 17:43
804
სტატიაში საუბარია:
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მათი სადეპოზიტო პორტფელის შესახებ სებ-ს განახლებული მონაცემები წარუდგინეს. მათი მიხედვით, მაისში საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.39 მილიარდი ლარით გაიზარდა და მთლიანმა პორტფელმა 45.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 

ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ სადეპოზიტო პორტფელის ლარიზაცია 50%-იან ნიშნულს უახლოვდება და ის მაისის ბოლოსთვის 49.52%-ს შეადგენდა. წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 0.82 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

"მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 640.93 მლნ ლარით, ანუ 3.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.75 მლრდ ლარით, ანუ 6.76%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.90%-ით).

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.22% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.26%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.84%, ხოლო ევროს წილმა 18.77% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები