18.იანვარი .2020 17:45

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

views 378
უკან

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მაინც გაიზარდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

გასულ წელს საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიას რუსეთიდან (524.5 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (1102.0 მლნ კვტ.სთ) იღებდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან იმპორტი ზრდამ 153% შეადგინა, აზერბაიჯანიდან კი პირიქით, 10%-ით შემცირდა.

შემცირებულია ექსპორტიც - 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საქართველოდან თითქმის 59%-ით ნაკლები ელექტროენერგია (243.4 მლნ კვტ.სთ) გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა