მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის მე-3 კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა

5e0890fe80166
თათია ჩაფიჩაძე
29.12.19 15:41
752
2019 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანმა მატებამ განაპირობა, რამაც მთლიან ინდექსზე ზეგავლენა 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.6 პროცენტიანი ზრდით იყო გამოწვეული, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 4.54 პროცენტული პუნქტით აისახა.