მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში მშენებლობა დეკემბერთან შედარებით გაიაფდა, წლიურად კი გაძვირდა

მშენებლობა

2024 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების იანვრის ინდექსის მიხედვით, შემცირება ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.9%-იანი კლებით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -4.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.2%-ით გაიზარდა.

ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.7%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული, რამაც, ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 4.42 და 1.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.2%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები