მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის I ნახევარში FDI 22%-ით შემცირდა | TOP-20 ინვესტორი კომპანია

FDI

2026 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჯამში 750 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. წლიური კლება 22%-ია. ამ პერიოდში ყველაზე მოცულობითი ჩინური პირდაპირი ინვესტიციები იყო, რამაც ჯამში 236 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ამავე პერიოდში ეს რიცხვი 29 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა.

მეორე პოზიციას გაერთიანებული სამეფო იკავებს 176 მილიონი დოლარით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის მშობელი კომპანია და ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია იურიდიულად დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული და საქსტატი მათ ოპერაციებს სწორედ FDI-ის სტატისტიკაში აღრიცხავს. ამასთან, წლის პირველ ნახევარში მკვეთრად - 366%-ით გაიზარდა ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლებშიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მოცულობითი პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა. კომპანიებს შორის ვხვდებით საფინანსო, გადამმუშავებელი, დეველოპერული, ენერგეტიკული სექტორში მოქმედ კომპანიებს.

2026 წლის პირველი ნახევრის TOP-20 კომპანიის ჩამონათვალი კი ასეთია და საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის:

  • სს თელასი;
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს ალმა;
  • შპს მაგთიკომი;
  • შპს შავი ზღვის ტერმინალი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს საქორგგაზი;
  • შპს ჯეოსთილი;
  • სს ლომისი;
  • შპს ქართული ცემენტი;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს აჭარა ტექსტილე;
  • შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • სს ბიჯეო ჯგუფი;
  • შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს;
  • სს თენმარ კაპიტალ;
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი;
  • შპს ჯი რიალთაიმ ლაივ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები