მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ში საქართველოში უცხოური ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა

6049c44cbece6
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.21 11:17
1824
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა. 

საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. 

საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო. 

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიციები დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი - საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, ასევე "საქართველოს კაპიტალი" დიდ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ინვესტიციები FDI-იდ განიხილება. 

ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციების ჯამი $307 მილიონი დოლარი იყო.

გაერთიანებული სამეფო - 307.8 მილიონი დოლარი;
ნიდერლანდი -172.1 მილიონი დოლარი; 
თურქეთი - 108.1 მილიონი დოლარი; 
აშშ - 93.3 მილიონი დოლარი; 
მალტა - 27.6 მილიონი დოლარი; 
ლუქსემბურგი -26.5 მილიონი დოლარი; 
რუსეთი - 25.5 მილიონი დოლარი; 
გერმანია - 23.7 მილიონი დოლარი; 
დანია -22.0 მილიონი დოლარი; 
პანამა - მინუს 209.3 მილიონი დოლარი; 
დანარჩენი ქვეყნები -  19.5 მილიონი დოლარი.

ცალკეული სექტორების მიხედვით, FDI-ს ყველაზე დიდი ვარდნა ტურიზმის სექტორშია. თუკი 2019 წელს ამ სექტორში $120 მილიონი ჩაიდო, 2020 წელს პირიქით, ინვესტიციების გადინება (ან ვალდებულების მომსახურება) მოხდა. გამავალი ნაკადი ამ სექტორში 221 მილიონი დოლარი იყო. ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 98%-ით შემცირდა და სექტორში მხოლოდ $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. 47%-იანი ზრდა იყო საფინანსო სექტორში ჩადებულ ინვესტიციებში, სამთო მოპოვებით მრეწველობაში კი ინვესტიციები 94%-ით გაიზარდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით:

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
სასტუმროები და რესტორნები - -$221 მილიონი, კლება წინა წელთან -284%
დანარჩენი სექტორები - $49 მილიონი, კლება წინა წელთან -84%