მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის" პროექტი შეჩერებულია, მაგრამ ENKA TOP-10 ინვესტორს შორისაა - რატომ?

ENKA

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 72 მლნ დოლარი შემოვიდა.

BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, იმ TOP-10 კომპანიას შორის, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, კომპანია „ენკა  რინიუებლზ“-იც არის, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორია (ENKA).

გამომდინარე იქიდან, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი შეჩერებულია და ENKA-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა აქვს დაწყებული, BMG დაინტერესდა, როგორ მოხვდა „ენკა  რინიუებლზ“-ი TOP-ინვესტორების სიაში.

როგორც „საქსტატში“ განგვიმარტეს, აღნიშნულის მიზეზი შპს „ენკა  რინიუებლზ“-ის მიერ  2023 წლის II კვარტალში „დიდი სესხის აღებაა“, რაც FDI-დ კლასიფიცირდა, თუმცა სესხის მოცულობას კონფიდენციალურობის დაცვის გამო, არ ასახელებენ.

- გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ ჩაითვალა სესხის აღება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად, როცა „ნამახვანჰესის“ პროექტი შეჩერებულია?

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგიის თანახმად, როდესაც ქართული კომპანია, რომლის დამფუძნებელი არის უცხოური კომპანია, იღებს სესხს, ეს ითვლება FDI-დ.

- სესხის მიზნობრიობას არ აქვს მნიშვნელობა?

- ჩვენ გვიფიქსირდება, გარკვეული რაოდენობის სესხის აღება უცხოური კომპანიისგან, რაც FDI-ის დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ითვლება.

TOP-10 კომპანია, რომლებშიც 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

გიდასტურებთ, რომ მთავრობასა და ENKA-ს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს - სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები