მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია, რომლებშიც 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

FDI

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 1 მილიარდ 072 მლნ დოლარი შემოვიდა. იანვარ-ივნისის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული FDI-დან 413.1 მლნ დოლარი სააქციო კაპიტალზე, 613.1 მლნ დოლარი რეინვესტიციაზე მოდიოდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება.

BM.GE-მ საქსტატიდან მიმდინარე წლის პირველ 6 თვის მიხედვით იმ კომპანიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ამ პერიოდისთვის ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. TOP-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს მაგთიკომი; შპს თბილისი ენერჯი; სს ენერგო-პრო ჯორჯია; შპს ტოიოტა კავკასია; შპს ენკა  რინიუებლზ; შპს ატლას ჰოლდინგსი; შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ; სს ბიჯეო ჯგუფი; შპს ექსელუს ჰოლდინგსი; სს პონტუს.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები