მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში FDI $500 მლნ-ით შემცირდება - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

5ec26f402873c
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.20 15:32
1175
2020 წლის განმავლობაში 2019 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებოს მოცულობა სავარაუდოდ, $500 მილიონით შემცირდება და ის, დაახლოებით, $770 მილიონი დოლარი იქნება - ამ პროგნოზს "თიბისი კაპიტალი" აკეთებს.

ჯამურად კი, ქვეყანაში სავალუტო ნაკავების შემცირება, დაახლოებით, $1.4 მილიარდი დოლარით მოხდება. ამ ვარდნის დასაბალანსებლად ქვეყანა $3.1 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსებას მოიზიდავს.

რა მასშტაბის იქნება სავალუტო შემოდინებების დანაკლისი - "თიბისი კაპიტალი":

"2020 წელს მოსალოდნელი შემოდინებების წმინდა დანაკლისი დაახლოებით, 1.4 მლრდ აშშ დოლარია, საიდანაც 900 მლნ მიმდინარე ანგარიშის, ხოლო 500 მლნ FDI-ს შეფასებული დანაკლისია (დაახლოებით, 300 მლნ სავალუტო შემოდინების შემცირებაა, დანარჩენი - რეინვესტირების კლება)

დაანონსებული სახსრები ჯამურად, დაახლოებით, 3.1 მლრდ დოლარია, საიდანაც სახელმწიფომ  -1.6 მლრდ,  ხოლო კერძო სექტორმა 1.5 მლრდ დოლარის მოზიდვა დააანონსა.

• სახელმწიფო სახსრების მიზნობრიობა მოიცავს:
• სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს 1,035 მლნ ლარის ოდენობით;
• ეკონომიკის და მეწარმეობის პროგრამებს 2,110 მლნ ლარის ოდენობით;
• ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯვას 350 მლნ ლარის ოდენობით .

• მოზიდული თანხის 1 მლრდ სახელმწიფო და კერძო ვალის რეფინანსირებას მოხმარდება
• მოსალოდნელია თანხა ნაწილობრივ 2021წ. იყოს ხელმისაწვდომი/გახარჯული;
• დროულად დახარჯვის და ეფექტურად განკარგვის პირობებში, მოზიდული თანხა დანაკლისს აბალანსებს.

იმპორტის კლებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:

• შემოდინებების კლება;
• ადგილობრივი მოთხოვნის შემცირება საგანგებო მდგომარეობისა და ბიზნეს/სამომხმარებლო განწყობების გაუარესების გამო;
• დაახ. არსებულ დონემდე კურსის გაუფასურება, რაც იმპორტის შემცირებაზე შემოსავლის ეფექტით ახდენს გავლენას და არა იმდენად ჩანაცვლების ეფექტით," - ნათქვამია ანგარიშში.

"თიბისი კაპიტალი" 2020 წელს საქართველოში ეკონომიკურ ვარდნას 4.5-5.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.