მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს Space გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს

5e073e6b3ec2a
ლევან თაღიაშვილი
29.12.19 12:00
2867
პირველი სრულად ციფრული ბანკი Space 2020 წელს გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით მომავალი წლის მესამე კვარტალში Space-სს უკვე გერმანელი მომხმარებლებიც ეყოლება.

„ჩვენ 2019 წელს ბევრი ტექნოლოგიური პროექტის უფრო დიდი მასშტაბებით კეთება დავიწყეთ. Space გაიზარდა და უკვე საერთაშორისო მასშტაბებზე გადის სხვადასხვა ქვეყნებში. ვგეგმავთ, მომავალ წელს გერმანიაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა bm.ge-ისთან „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა.

შეგახსენებთ, რომ Space 1.5 წელია რაც ქართულ ბაზარზე შეიქმნა და ის სრულად ციფრული ბანკის კონცეფციაზეა აგებული.