მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

5e5d30f53065d
თათია ჩაფიჩაძე
02.03.20 20:30
2869
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.