28.იანვარი .2022 17:07

2020 წლის ივლისის შემდეგ პირველად - 1 დოლარი 3.05 ლარი ღირს, ევრო 3.39 ლარი

2020 წლის ივლისის შემდეგ პირველად - 1 დოლარი 3.05 ლარი ღირს, ევრო 3.39 ლარი
views 1080
უკან

28 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0521 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3994 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

2.75-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.0858 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.1 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.40 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 იანვრიდან შევა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა