მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს მთავრობამ შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე რეკორდული თანხა - 359 მლნ - დახარჯა

624c1f3ff0ee7
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.22 15:09
1267
2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა. საუბარია სამთავრობო აპარატის შენახვაზე გადახდილ ხარჯებზე, მათ შორის შტატიან და შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რაც 2021 წლის სრულ ხარჯებს ასახავს აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები 1.55 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 102 მილიონით მეტია. ასევე 63.3 მილიონით გაზრდილია შტატგარეშეთა ანაზღაურება და ის 359.6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ჯამურად, სახელმწიფო აპარატის შენახვა 2021 წელს 2.01 მილიარდი ლარი დაჯდა, რაც 2020 წელთან შედარებით 165.7 მილიონით მეტია.

შტატიანი მოხელეებისგან განსხვავებით, შტატგარეშეთა დასაქმებისთვის სრულიად განსხვავებული მოთხოვნები არსებობს, მაგალითად, არაა სავალდებულო კონკურსის გამოცხადება, არაა ერთიანად ჩამოყალიბებული კვალიფიკაციის მოთხოვნებიც. ზოგიერთ შემთხვევაში შტატგარეშე მოხელეს ანაზღაურება შტატიანის ანაზღაურებაზე მაღალიც შეიძლება იყოს, რადგანაც ამ სეგმენტისთვის სახელფასო ჩარჩოები კანონის დონეზე განსაზღვრული არაა.