მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2021 წელს პესიმისტური მოლოდინები გამართლებას დაიწყებს" - იმედი L

606b6f3d759fa
ანუკა ჯოხაძე
06.04.21 00:41
989
2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიები მოიზიდეს - ამის შესახებ კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის შემთხვევაში 2020 წლის განმავლობაში ჯამურად 71,7 მლნ ლარის პრემიის მოზიდვა მოხდა, ეს მოცულობა კი 2019 წელს კომპანიის მიერ მოზიდულ პრემიებს 15%-ით ჩამორჩება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე BM.GE-თან ამბობს, კლების ძირითადი მიზეზი ბაზარზე გარკვეული სექტორების დაპაუზება იყო. უფრო კონკრეტულად, ტურისტული ინდუსტრიის, რომელიც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მომხმარებელია.

“უფრო პესიმისტური მოლოდინები გვქონდა, მაგრამ 2020 წელს ეს არ გამართლდა, თუმცა სავარაუდოდ 2021 წლის განმავლობაში პესიმისტური მოლოდინები უფრო დაიწყებს გამართლებას, იმიტომ რომ 2020 წელი უფრო ქაოტური იყო. ახლა დაიწყება დალაგება იმ ეფექტების, რაც გამოიწვია სხვადასხვა ბიზნესებში შემოსავლების განულებამ და არა მხოლოდ კლებამ. ჩვენთვის ტურისტული სექტორი უმნიშვნელოვანესი იყო, ტურისტული დაზღვევა 2020 წელს პრაქტიკულად არ არსებობდა. ჯერ კიდევ კარგად არ ჩანს სეგმენტის გამოცოცხლების და პანდემიამდე მდგომარეობაში დაბრუნების პერსპექტივები. იგივე შეიძლება ითქვას ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც საზღვრის გადმოკვეთისას მესამე მხარის დაზღვევას ეხება, ეს პროექტიც განახევრებულია", - აცხადებს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.

2020 წელს ჯამურად სექტორის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული 267,6 მლნ. ლარის პრემიებიდან 23%, 61,8 მლნ სწორედ იმედი L-ზე მოდის.