მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველო ტურიზმიდან $1.2 მილიარდს მიიღებს - Galt&Tagart

60bb540cefd0d
BM.GE
05.06.21 15:00
1551
Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს საქართველო ტურიზმიდან 1.2 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი. 

"პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას შეუწყობს ხელს. პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს სახმელეთო გზით ვიზიტორების მთლიანი ნაკადის 70% შემოდიოდა. ჩვენ მოველით, რომ ამის გათვალისწინებით 2021 წელს საქართველო ტურიზმიდან $1.2 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც 2019 წლის ტურისტული შემოსავლის 36%-ია"- წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, შარშან ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.7 მილიარდზე მეტი იყო, რადგან 2019-ში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ 269 მილიონის შემოსავალი მიიღო, შარშან კი, მხოლოდ - $541.7 მლნ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Galt & Taggart-მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის წინა პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საქსტატმა აპრილში 44.8%-იანი ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, Galt & Taggart-მა ზრდის შესახებ საკუთარი მოლოდინი გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები