მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს თბილისში CO-ს ინტოქსიკაციას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 2022 წლის იანვარში 6 - ენერგოომბუდსმენი

61f6685fa613e
BM.GE
30.01.22 14:06
854
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევის შესახებ გამართა ბრიფინგი. მისი თქმით, 2021 წლის განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაციას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 2022 წლის იანვარში კი უკვე 6 ადამიანი გარდაიცვალა. 

გუშინ, გლდანში ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, აუცილებელია გაიზარდოს მოსახლეობის ცნობადობა, რომ საფრთხის შემცველი გამათბობლების მოხმარება შეწყდეს. სალომე ვარდიაშვილი მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ გაზქურები გათბობის მიზნით არ ჩართონ.

"არ გვაქვს უსაფრთხო გარემო საცხოვრებელ სახლებში, არ არსებობს ცნობადობა მოსახლეობაში გაზის დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გლდანში რაც მოხდა, პირველადი სურათით რაც მოგვაწოდა "თბილისი ენერჯიმ" არის ის, რომ ქსელი იქ იყო მოწყობილი ნორმალურად და გამართულად, არსებობდა ისეთი ტიპის დანადგარები, რომლებიც წესით საფრთხეს არ წარმოადგენდა არ იყო აქ ღია წვის წყალგამაცხელებელი ან ისეთი ტიპის დანადგარი, რომელსაც შეიძლება საფრთხე გამოეწვია, მაგრამ აქ იყო პირველადი დათვალიერებით გამოყენებული გაზის ფურნაკი გასათბობად რაც არის დაუშვებელი, რამაც რამდენიმე საათში შეიძლება დააყენოს ადამიანის სიკვდილი. ფურნაკი, ანუ ე.წ. ღუმელი შეიძლება მხოლოდ საკვების მომზადებისას იყოს გამოყენებული. გათბობის მიზნით ისევე როგორც გაზის ღუმლის კამფორების ჩართვა, დაგმანულ პირობებში არ შეიძლება.

ჯერ კიდევ არაერთ სახლში, რომელიც მათ შორის ქირავდება, არის ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი, ეს არის პირდაპირ მკვლელი დანადგარები.

რისკის მხრივ საშიშ უბნებად რჩება ნაძალადევის კერძო დასახლება, ისანი, ნავთლუხი, ასევე სამგორი. ხდება ხოლმე, როდესაც მონიტორინგისას ჩაჭრიან მაგრამ ამას თვითნებურად აღადგენენ,"- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.