მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლიდან კრიპტოვალუტის დღგ-ით დაბგევრის საკითხი კოდექსითაც დარეგულირდება

5f8daf916371d
გელა ბარშოვი
19.10.20 19:25
4819
2021 წლის იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის კარის ახალი რედაქცია მნიშვნელოვანად განსხვავდება დღეს არსებულისგან.

უფრო კონკრეტულად: 
  • შეცვლილია მუხლების ნუმერაცია; 
  • შემოვიდა ახალი, განსხვავებული ტერმინები; 
  • შეიცვალა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წესი; 
  • ზოგ შემთხვევაში განსხვავებული დაბეგვრის პრინციპები ამოქმედა, 
  • დაემატა ახალი დღგ-ისგან გატავისუფლებული ოპერაციები; 
  • და ა.შ. 
დღგ-ის ახალი, 2021 წლიდან მოქმედი რედაქცია ასევე დაარეგულირებს კრიპტოაქტივის მიწოდების დაბეგვრის საკითხს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კრიპრტოგრაფიული ვალუტის (კრიპტოაქტივი, მაგალითად, ბიტკოინი) მიწოდება ისევე არ განიხილება დღგ-ის მიზნებისთვის საქონლის მიწოდებად, როგორც-ფული.

"ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა მსგავსი ქონება განიხილება მატერიალურ ქონებად. ფული (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების მონეტისა), აგრეთვე, კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი), საქონლად არ განიხილება,"- წერია საგადასახადო კოდექსში. 

კოდექსის 1601 მუხლის მე-4 ნაწილი აზუსტებს, რომ ასეთ აქტივზე საკუთრების გადაცემა მომსახურების გაწევადაც არ განიხილება.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოცემული ახალი ჩანაწერებით კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით დაბერგვრის ახალი ნორმა არ შემოსულა. აღნიშნული საკითხი უკვე დეტალურად არის რეგულირებული 2019 წლის 28 ივნისს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ საჯარო გადაწყვეტილებაში #201. მოცემული გადაწყვეტიების მიხედვითაც არ იბეგრება დღგ-ით კრიპტოაქტივის მიწოდება.

ამის მიუხედავად, ცვლილება მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან საკითხის კოდექსით რეგულირება ბევრად მაღალ საგადასახადო სიცხადეს (tax certainty) იძლევა გადასახადის გადამხდელისთვის, განსაკუთრებით, უცხოელი პირებისთვის, ვიდრე მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილებით რეგულირება.

ავტორის შესახებ:გელა ბარშოვი არის საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge