მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

musk btc

2026 წლის მესამე კვარტალში ილონ მასკის კომპანიებმა, Tesla-მ და SpaceX-მა კუთვნილი 30 221 ბიტკოინის ციფრული რეზერვი უცვლელად შეინარჩუნეს.

როგორც ირკვევა, 30 სექტემბრის მდგომარეობით ორივე ორგანიზაციის კრიპტოაქტივების საერთო ღირებულება $2.5 მილიარდს აღწევს. ამჟამად Tesla $962 მილიონის ღირებულების 11 509 ბიტკოინს ფლობს, ხოლო SpaceX-ის ბალანსზე $1.6 მილიარდის ღირებულების 18 712 კრიპტოვალუტა ირიცხება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2022 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ილონ მასკის კომპანიებს ახალი კრიპტოაქტივები არ შეუძენიათ და არც გაუყიდიათ.

შეგახსენებთ, 2021 წელს Tesla-მ $1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა, თუმცა 2022 წელს აქტივების 75% გაყიდა. მას შემდეგ ილონ მასკის კომპანიების სტრატეგია კრიპტოვალუტასთან მიმართებით არ შეცვლილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები