ბოლო მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონია, რაც მილიონზე მეტ სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე ნაწილდება, მაგრამ ამ აქტივების სრული უმეტესობა არათუ არანაირ სარგებელს არ ქმნის, არამედ არც ლეგიტიმურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.
სანაცვლოდ, მეორე მხარეს ვხვდებით ბიტკოინს, რომელიც $1.6-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ბაზრის უდიდეს ნაწილს იკავებს და ციფრული ოქროს ფუნქციას ასრულებს.
კრიპტოინდუსტრიაში ვითარება იმდენად დაუბალანსებელია, რომ ათი უდიდესი კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია სული მოცულობის 85%-ს აჭარბებს, ანუ კაპიტალის უდიდესი ნაწილი მხოლოდ ტოპ პროექტებზე მოდის.
ამ ჩამონათვალში ინდუსტრიაში საკმაოდ სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხვდებიან, მათ შორის ბიტკოინი და ეთერიუმი, ასევე USDT, XRP და BNB.
ამჯერად მსოფლიოს 10 უდიდეს კრიპტოვალუტას გაგაცნობთ:
1 — ბიტკოინი
ფასი: $79,100
კაპიტალიზაცია: $1.6 ტრილიონი
გამომშვები: სატოში ნაკამოტო
2 — ეთერიუმი
ფასი: $2,500
კაპიტალიზაცია: $304 მილიარდი
გამომშვები: Ethereum Foundation
3 — USDT
ფასი: $1
კაპიტალიზაცია: $183 მილიარდი
გამომშვები: Tether
4 — BNB
ფასი: $753
კაპიტალიზაცია: $100 მილიარდი
გამომშვები: Binance
5 — XRP
ფასი: $1.42
კაპიტალიზაცია: $89 მილიარდი
გამომშვები: Ripple Labs
6 — USDC
ფასი: $1
კაპიტალიზაცია: $74 მილიარდი
გამომშვები: Circle
7 — Solana
ფასი: $104
კაპიტალიზაცია: $60 მილიარდი
გამომშვები: Solana Protocol
8 — TRON
ფასი: $0.33
კაპიტალიზაცია: $32 მილიარდი
გამომშვები: Tron DAO
9 — Hyperliquid
ფასი: $86
კაპიტალიზაცია: $22 მილიარდი
გამომშვები: Hyper Foundation
10 — Zcash
ფასი: $1,235
კაპიტალიზაცია: $21 მილიარდი
გამომშვები: Zcash Protocol
























