2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საჯარო გახდა - მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.
2021 წლის ბიუჯეტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.
პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.
დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. შედარებისთვის 2020 წელს ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6.2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. შიდა ვალის სახით კი მთავრობა 1 მილიარდი ლარის მოზიდვას გეგმავს, რაც 2020 წლის შიდა ვალის გეგმასთან შედარებით 850 მილიონი ლარით ნაკლებია. ამასთან, ბიუჯეტის თანახმად, იზრდება ვალის მომსახურების საფასური, რაც 2.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ჯამურად, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 5.1%-ს მიაღწევს.
ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 50 მილიონი ლარით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და ის 1.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.
ცალკეული უწყებების მიმართულებით, 2021 წელს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება, რომლის ბიუჯეტიც 4.85 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.
აქედან მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 3.6 მილიარდი ლარი მიიმართება, ჯანდაცვის პროგრამებზე კი - 1.1 მილიარდ ლარზე მეტი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2.4 მილიარდი ლარი იქნება, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით, აქედან 1.65 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მიიმართება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.74 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.
ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 356 მილიონი ლარი იქნება.
მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ