ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას, რომელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივის აირის გადასახადების სუბსიდირებას და პირობებს შეეხებოდა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, <კომუნალურების> სუბსიდიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მზადდება ახალი წესი და განსხვავებული მიდგომები იქნება. ის, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება და რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეეხებათ ამაზე ალბათ მათი მხრიდან იქნება ინფორმაცია მოწოდებული. მარეგულირებელი მოგვიანებით ჩაერთვება ამ პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რა დაუჯდა ბიუჯეტს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება წელს?