მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან მხოლოდ სისტემის ტექნიკური დაბალანსებისთვის საჭირო გაზის შემოტანა ხდება - ნარმანია რუსული გაზის წილის ზრდაზე

649a91c11bc60
მარიამ იზორია
27.06.23 22:30
552
2023 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან $76 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა. გაზის ეს ღირებულება წინა წელთან შედარებით ($32 მლნ) ორნახევარჯერ მეტია. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კვლავ აზერბაიჯანია, თუმცა იმპორტში მისი წილი შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან წელს თანხობრივად საქართველომ გაზის 69% შეიძინა, გასულ წელს კი 84%.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე რუსეთის წილის გაზრდას აფასებს. დავით ნარმანიას განცხადებით, ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზს სომხეთში ტრანზიტით ატარებს, შესაბამისად თანხობრივ წილში იმპორტის ზრდა სწორედ ამ ფაქტით აიხსნება.

„საქართველოსთვის გაზის იმპორტის ძირითად წყაროდ აზერბაიჯანი რჩება, ყოველწლიურად 90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, რაც შეეხება რუსულ გაზს, მას ჩვენი ქვეყანა ტრანზიტით ატარებს სომხეთის რესპუბლიკაში, ხოლო იმპორტის ნაწილს, რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სისტემის ტექნიკური დაბალანსებისთვის საჭირო გაზის მოცულობის შემოტანა ხდება და ნაკლებად კომერციული, ასე რომ ეს ზრდა არ არის შემაშფოთებელი“ - აღნიშნავს სემეკის თავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის: ბუნებრივ აირს, რომელსაც საქართველო ტრანზიტით სომხეთის მიმართულებით ატარებს, ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის საფასურს იღებს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები