დღევანდელ სავაჭრო სესიაზე გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო წლების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა და ევროპულ ბაზარზე გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 84 ევროს მიაღწია
ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბუნებრივი აირი 200%-ით არის გაძვირებული და ის ამჟამად 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ნიშნულზე იმყოფება.
ერთი თვის განმავლობაში გაზი დაახლოებით 36%-ით გაძვირდა და ანალიტიკოსების ფიქრობენ, რომ ზრდის დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რადგან ზამთარი მოდის და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი სულ უფრო მეტად მწვავდება.
გაზის გაძვირდება, ცხადია, ირანის ომით არის განპირობებული, რომელმაც ჰორმუზის სრუტის პარალიზება და ახლა უკვე ბაბ-ელ-მანდების სრუტის შეფერხებაც გამოიწვია.
ამასთან, სპარსეთის ყურეში ბუნებრივი აირის საწარმოო ინფრასტრუქტურა კრიტიკულად არის დაზიანებული და რუსეთ-უკრაინის ომი ესკალაციის ახალ ფაზაში გადადის, რაც, თავის მხრივ, რუსეთის საწარმოო შესაძლებლობებს ზღუდავს.
საერთო ჯამში, ვიღებთ ასეთ მოცემულობა: რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურების მუდმივი რისკის წინაშეა; ხოლო ახლო აღმოსავლეთის ბაზარი ჩაკეტილია – აი, სწორედ ეს კომბინაცია გვაძლევს 200%-იან ზრდას.
























