მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ვარდნა განაგრძობს - დღეს, ბარელი Brent-ის ღირებულება დამატებით 2%-ით შემცირდა და $98 შეადგინა, რაც ერთ კვირაში თითქმის 10%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია.

ამერიკული WTI-ის ფასი ასევე 2.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად $90-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარელი ნავთობი ერთ კვირაში თითქმის 16%-ით გაუფასურდა.

აგრეთვე გაიაფებულია ბუნებრივი აირი, რომლის ფასი ერთ კვირაში 11%-ითაა შემცირებული და მეგავატ/საათზე 70 ევროს შეადგენს.

ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობისა და გაზის გაიაფება აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური ცნობების გავრცელებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ირანმა განაცხადა, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტე შვიდი დღის ვადაში გახსნას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ზეწოლას შეამცირებს და ირანულ პორტებს ბლოკადას მოუხსნის.

გარდა ამისა, საუდის არაბეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენის ფუნქციონირება აღადგინა, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რისკების შემცირებაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები