08.ნოემბერი .2021 12:50

2022 წელს კომუნალურების სუბსიდირებას დავით ნარმანიაც ადასტურებს - დეტალები უცნობია

2022 წელს კომუნალურების სუბსიდირებას დავით ნარმანიაც ადასტურებს - დეტალები უცნობია
views 5310
უკან

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ადასტურებს, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს.

ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას, რომელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივის აირის გადასახადების სუბსიდირებას და პირობებს შეეხებოდა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, <კომუნალურების> სუბსიდიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მზადდება ახალი წესი და განსხვავებული მიდგომები იქნება. ის, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება და რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეეხებათ ამაზე ალბათ მათი მხრიდან იქნება ინფორმაცია მოწოდებული. მარეგულირებელი მოგვიანებით ჩაერთვება ამ პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რა დაუჯდა ბიუჯეტს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება წელს?

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა