აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შესაძლო განახლების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება.
ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 112 დოლარს აღწევს, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი $99-ის ფარგლებშია, რაც წლის განმავლობაში 84%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი ფასი მეგავატ/საათზე უკვე 90 ევროს აღწევს, რაც 218%-იან გაძვირებას წარმოადგენს.
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო უწყებებმა ირანზე ახალი იერიშის მიტანის კონკრეტული გეგმა უკვე შეიმუშავეს. მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაცია ხანმოკლე და ინტენსიური იქნება და მას სამხედრო ძალები შუალედური არჩევნების შემდეგ განახორციელებენ.
პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მყოფ ამერიკელ პერსონალს და მათ ოჯახებს ქვეყნის დატოვება უბრძანა. უწყების წარმომადგენლის, ტომი პიგოტის განცხადებით, გადაწყვეტილება ჰუსიტების მიერ სამოქალაქო ობიექტებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება.
























