მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობი ისევ მკვეთრად გაძვირდა – როგორ შეიცვალა საწვავის ფასი?

საწვავი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის სამშვიდობო წინადადების უარყოფის და სამხედრო ოპერაციის განახლების დაანონსების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები მკვეთრად იზრდება. დღეს ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ 108 დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI-ის ფასი 96 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი ბარელზე $110-ის ფარგლებშია.

საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 77%-ით არის გაძვირებული, რაც ჰორმუზის სრუტის შეფერხებით და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით არის განპირობებული.

ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რის გამოც ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი დაახლოებით 50 თეთრით გაიზარდა. ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ლიტრი სუპერის ფასი 4.42 ლარის ფარგლებშია; პრემიუმი დაახლოებით 4 ლარი ღირს; რეგულარის ფასი საშუალოდ 3.8 ლარია; ხოლო დიზელი დაახლოებით 4.65 ლარად იყიდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მას გაცილების მკვეთრი ზრდა აქვს და წლის განმავლობაში ის თითქმის 160%-ით არის გაძვირებული. მიმდინარე თვეს გაზი საშუალოდ 6%-ით გაძვირდა და მეგავატი/საათი ენერგიის ფასმა ბირჟაზე 74 ევროს გადააჭარბა.

ცხადია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს. გაეროს სამიტის პერიოდში არსებული პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, აშშ-ირანის წარმომადგენლების შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შემდეგი ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები