მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოში 170 "პორშე" გაიყიდა - კომპანია წელს აჯამებს

63d128f22adbf
თინათინ ნატმელაძე
25.01.23 11:57
5684
2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, - ამის შესახებ Porsche Center Tbilisi-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ ხოსროშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ გასული წელი 85%-იანი ზრდით დაასრულა.

„სიტყვა რეკორდული ყველაზე მეტად შეეფერება 2022 წელს - საქართველოში 170 ერთეული "პორშე" გაიყიდა, რაც 2021 წელთან შედარებით გაყიდვების 85%-იანი ზრდაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოცულობაში დაახლოებით მესამედს ელექტრო ავტომობილების გაყიდვა შეადგენდა.

ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და "პორშე" გეგმავს, რომ 2025 წლისთვის წარმოებული ავტომობილების 50% იყოს ელექტრო, 2030 წლისთვის კი ეს მოცულობა 80%-ს უნდა შეადგენდეს“, - განაცხადა თამარ ხოსროსშვილმა.

მისივე ცნობით, ენერგოეფექტური პროექტების ფარგლებში Porsche Center Tbilisi-სს უკვე 11 ლოკაციაზე აქვს პორშეს ელექტრო დამტენები, რომელიც არამხოლოდ "პორშეს" მარკის მანქანებისთვის, არამედ სხვა ბრენდებისთვისაცაა გათვლილი, 2023 წელს კი როგორც ამ რიცხვის ასევე გაყიდვების ზრდაც იგეგმება.