2022 წლის I კვარტალში საქართველომ 1.6 მლნ-ის მწვანილი გაყიდა - საექსპორტო ბაზრები და ექსპორტიორები
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 15:48
• 1675
2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 8 ქვეყანაში 1.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 630 ტონა მწვანილი გაყიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მწვანილის ექსპორტის ღირებულება 27%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 25.1%-ით.
აღსანიშნია, რომ ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანილი რუსეთსა და უკრაინაში იყიდება. აქედან რუსეთში იანვარ-მარტში მწვანილის ექსპორტის ღირებულება 38.3%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში - 6.1%-ით.
მწვანილის საექსპორტო ბაზრები და 3 თვეში ამ მიმართულებით რეალიზებული მწვანილის ღირებულება და მოცულობები კი ასეთია:
1. რუსეთი - 615.5 ათასი დოლარი, 749 ტონა; 2. უკრაინა - 319.5 ათასი დოლარი, 398 ტონა; 3. მოლდოვა - 252.9 ათასი დოლარი, 156 ტონა; 4. რუმინეთ - 158.3 ათასი დოლარი, 135 ტონა; 5. სომხეთი - 125 ათაში დოლარი, 109 ტონა; 6. საბერძნეთი - 62 ათასი დოლარი, 27 ტონა; 7. ლატვია - 44 ათასი დოლარი, 13 ტონა; 8. პოლონეთ - 41 ათასი დოლარი, 40 ტონა.
რაც შეეხება გასული წლის ექსპორტს, 2021 წელს ქვეყანამ მწვანილის ექსპორტით 4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში 9 ქვეყანაში 3 985 ტონა მწვანილი გაიტანა. ეს რიცხვები 2020 წლის მონაცემებს აღემატება და თითქმის 2019 წლის ანალგიურია (2020 წელი - 3.2 მლნ დოლარი, 3 166 ტონა; 2019 წელი - 3.9 მლნ დოლარი, 3 971 ტონა). გასულ წლებშიც მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი და უკრაინა იყვნენ.