მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს Ryanair-ის საქართველოს ბაზარზე დაბრუნება არ იგეგმება - ქარქაშაძე

63f784267dcd5
მარიამ ვარადაშვილი
23.02.23 19:30
2306

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2023 წლიდანაც არ განიხილავს.

როგორც მან BMG-ის უთხრა, ქართულ მხარეს მუდმივად აქვს კონტაქტი ავიაკომპანიასთან და იმედოვნებენ, რომ ის საქართველოს ავიაბაზარს დაუბრუნდება.

"პანდემიამდე ბაზარზე მისი შემოსვლა 1-2 თვის მოლაპარაკებების შედეგი არ იყო და საბოლოოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება 2019 წელს წარმატებით დასრულდა. პანდემიის გამო სრულიად შეიცვალა საავიაციო ბაზარი და შეიძლება ითქვას რომ თავიდან დავიწყეთ ეს პროცესი. 2023 წლის ზაფხულის სეზონზე არ იგეგმება Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა. ვიმეორებ, სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით მისი შემოსვლა კიდევ უფრო კომპლექსური საკითხია, რადგან ისინი ბაზარზე საკმაოდ “აგრესიულად” [ბევრი მიმართულებით ფრენებით] შედიან. კომპანიასთან მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა ვიმეორებ 2023 წლის ზაფხულისთვის მის შემოსვლას არ ველოდებით. ისინი ბაზარზე მცირე რაოდენობის ფრენებით არ შედიან და საკითხავია რამდენად არის ქართული ბაზარი მზად იმისთვის, რომ ორმა დიდმა მოთამაშემ [Ryanair; Wizz air] ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ასე რომ საკმაოდ ბევრი კომერციული საკითხია",-ამბობს ქარქაშაძე.

Ryanair საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. პანდემიის დაწყების შემდეგ 2020 წლის მარტში კი ავიაკომპანიამ ოპერირება შეწყვიტა.