პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით დღეს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების საკითხი განიხილეს.
საკითხზე მთავარი მომხსენებელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იყო.
როგორც მან აღნიშნა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა აიკრძალოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“ წარმოდგენილი ტექნიკური რეგლამენტის პროექტიც.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან, ასევე ასახულია 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. შემოთავაზებული პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.
აქცენტი კეთდება თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებაზე, თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრაზე, მომხმარებელში იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებაზე, თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის, მისი ეფექტიანობის გაძლიერებაზე.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს მწეველობის მაჩვენებლების შემცირების ხელშეწყობას და ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი