მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მაისიდან მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი

6336d71d4ef81
BM.GE
30.09.22 15:40
975
2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“.

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. მაისის ბოლოდან, ივნის, ივლის, აგვისტოში, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე საზოგადოება მოგვიანებით მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ამჟამად ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე. მაგრამ ამის თაობაზე მინდა, მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები