"ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ასე პასუხობს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას თავის მე-6 წერილში, სადაც წერს, რომ სხვა "სახედაკარგული" ადამიანების ფარისევლურ განცხადებებს პასუხის ღირსად არ ჩათვლის, გარდა შალვა პაპუაშვილისა.
საქმე ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს, რაც სუსტ სამართლებრივ პოზიციებზე მეტყველებს და რასაც შედეგები არ მოაქვს.
ირაკლი კობახიძე თავის წერილში შალვა პაპუაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ეს დაუნდობელი პოლიტიკური დევნაა.
"მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან.
მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა! აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




























