პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს, რაც სუსტ სამართლებრივ პოზიციებზე მეტყველებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. ვისურვებდი, რომ სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით რაც აქვს პროკურატურას, თუ არსებობს არგუმენტირებული პასუხები, ამას გაეცეს პასუხები. ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა გვინახავს ასეთი მცდელობები, მაგრამ ამას შედეგები არ მოაქვს. სხვა დანარჩენი პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია.
ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს, ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება, რომ სხვადასხვა ინსინუაციები მოჰყვეს. ამ კონკრეტულ შემთხვევას და ადამიანს რაც შეეხება, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მგონია ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზოგიერთ ადამიანს, ჟურნალისტს, რომელიც გამომსარჩლებლად არის, მის სულს მაინც უნდა სცეს პატივი.
არსებობს ბრალი, არსებობს სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია", - განაცხადა პაპუაშვილმა
"ტვ პირველი" მას თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზეც ჩაეკითხა - რატომ არ აქვს პასუხი რატომ სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა სუიციდი, რაზედაც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: "მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა".




























