მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლისთვის ექსპორტის $70 მლნ-მდე გაზრდა გვსურს - Georgian Products

61c96a9676a37
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.22 16:35
1130
შინაური ცხოველებისთვის ავეჯის მწარმოებელი კომპანია Georgian Products-ი, რომელიც ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტს გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბელგიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ახორციელებს, ყოველწლიურად გაყიდვების ზრდის გეგმის შესრულებით, 2024 წლისთვის ექსპორტის 70 მლნ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ბარდაველიძე აღნიშნავს, რომ თუ 2021 წელს Georgian Products-მა 90 მლნ ლარის ღირებულების პროდუქტის რეალიზება შეძლო და ეს რიცხვი 2020 წლის გაყიდვებს 33%-ით აღემატებოდა, 2022 წელს ზრდა 30-40%-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

„2022 წელს არსებულ საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის 30-40%-მდე მატებას ვგეგმავთ. 2024 წლამდე გაწერილი გეგმით, გაყიდვები 70 მლნ დოლარამდე უნდა გავზარდოთ, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 217 მლნ ლარია. ეს ჩვენი გეგმაა და შემდეგ წელს ბიზნესის განვითარება-გაფართოებაში გარკვეული ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავთ, რაც მუშახელის რაოდენობასაც გაზრდის“, - აღნიშნა ბარდაველიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრების მოცვას, როგორც უკვე არსებული პროდუქტის მოცულობების ზრდით, ასევე ახალი პროდუქტების დამატებით გეგმავს.

„გვინდა, შინაური ცხოველების სათამაშოების წარმოების ამოქმედება. ამ პროქტში მხოლოდ დანადგარებისთვის 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. გვინდა, ასევე სამკერვალოს ამოქმედება. მუშაობა პროექტებზე ახლა მიმდინარებს და ვფიქრობთ, კომპანია მათი განხორციელებით კიდევ 100 სამუშაო ადგილს შექმნის“, - უთხრა BM.GE-ის დავით ბარდაველიძემ.

ცნობისთვის: 2014 წლიდან ამოქმედებული Georgian Products-ი დღეისთვის 1 მლნ ერთეულ ცხოველის ავეჯს ამზადებს და 550 ადამიანს ასაქმებს. კომპანიამ დამატებით ცხოველის საკვების წარმოებაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები