მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ივლისს Nexia-ს ქსელი Nexia Day 2021-ს აღნიშნავს (R)

60f9499c06ac0
BM.GE
22.07.21 14:29
535
22 ივლისს, მსოფლიოში მე-8 დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების წამყვანი, გლობალური ქსელი – Nexia International-ი Nexia Day-ს აღნიშნავს.
Nexia Day-ს მეშვეობით Nexia-ს ქსელსა და წევრ ფირმებს საშუალება ეძლევათ იყვნენ „უფრო ახლოს“ ერთმანეთთან და გაამყარონ და გაიზიარონ ბრენდის ძირითადი ღირებულებები.

ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად, თუმცა ერთი იდეისა და ლოგოს ქვეშ ერთიანდება კარგი განწყობის გასავრცელებლად, ახალი ინსაიტების გაზიარებისა თუ უბრალოდ ურთიერთობებისთვის.

კომუნიკაციისა და ურთიერთობებისათვის შეკრება სოციალიზაციის ნაკლებობის კრიზისულ პერიოდში Nexia TA-ს მენეჯმნენტმა უმთავრეს ამოცანად დაისახა. 2021 Nexia Day მთელმა გუნდმა, სრული უსაფრთხოების დაცვით, 2 დღიანი დაუვიწყარი ტურით აღნიშნა, რომელიც სხვადასხვა სახალისო თუ სათავგადასავლო აქტივობებით იყო დატვირთული.

წელს Nexia TA-მ ლოკალური ბაზარზე ახალი დაპირება შემოიტანა: „Nexia TA, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“, ბრენდი განაგრძობს დაპირების შესრულებას და სამუშაო პროცესს ყოველდღე უფრო და უფრო საინტერესოს ხდის.

Nexia Day გლობალური კავშირია, რომელსაც ლოკალურად ქსელის ყველა წევრი აღნიშნავს.

Nexia International-ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ არნოლდი ამბობს: ”Nexia Day ყოველწლიურად უფროდაუფრო მასშტაბური ხდება, ის მნიშვნელოვანი თარიღია ქსელის წევრების კალენდრებში და ამ უპრეცედენტო პერიოდში, ჩვენ გვჯერა, რომ Nexia-ს ქსელი ამ ძირითადი ინიციატივით აგრძელებს ქსელის მჭიდრო ურთიერთობების წარდგენას“.