მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის დღეს ბიზნესის მთავარი გამოწვევა? - NEXIA TA-ს მმართველი პარტნიორების პასუხი

63d5324f85faf
თელარა გელანტია
28.01.23 20:30
2394
აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის მმართველი პარტნიორის დავით ლომიძის შეფასებით, თუ ადრე საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლარის კურსის სტაბილურობა იყო, დღესდღეობით, ის კვალიფიციური მუშახელის დეფიციტმა ჩაანაცვლა.

ამის შესახებ დავით ლომიძემ BMGTV-ის გადაცემა Forbes Talks-თან ინტერვიუში, 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა.

Nexia TA-ის მმართველი პარტნიორის თქმით, გასული წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ამიტომ ბიზნესისთვის ის მთავარ გამოწვევას არ წარმოადგენდა, განსხვავებით ორნიშნა ინფლაციისა და მუშახელის დეფიციტისგან.

„2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის - გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულები ვართ და ეს დადებითი ფაქტორია.

ამასთან, მართალია, ინფლაციის ნაწილში სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს და ეს დადებითი მოვლენა არაა, თუმცა გვესმის, რომ ფასების ზრდა გლობალური გამოწვევაა. აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც ფასების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში ინფლაცია 9.8% იყო და ორნიშნა ნიშნულს ჩამოცდა.

გარდა ამისა, დადებით ფაქტორებში, ასევე, დავამატებდი ლარის კურსის დასტაბილურებას, რომელიც ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა ისეთი აქტუალური აღარაა.

დღეს ეკონომიკაში მთავარი გამოწვევა არის კვალიფიცუური მუშა ხელის დეფიციტი, ვინაიდან 10%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა; მეორე მხრივ, ბაზარზე გადინების ტენდენცია გვაქვს და მიგრაციაც განაპირობებს მუშახელის დეფიციტს. ეს გამოწვევაა, ჩვენს კომპანიაშიც, რომელსაც Nexia TA აკადემიის დახმარებით ვუმკლავდებით“, - განაცხადა დავით ლომიძემ.

"ჩვენც გვიჭირს გამოცდილი კადრების მოძიება. ჩვენგანაც ბევრი თანამშრომელი წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ ნაკლებად მტკივნეულად გადავიტანეთ და ამაში ძალიან დაგვეხმარა Nexia Ta-ის აკადემია, რომლის დახმარებითაც ვცდილობთ, ჩვენ თვითონვე გავზარდოთ კადრები. ასევე, ვცდილობთ, გვქონდეს მაღალი კორპორაციული კულტურა", - აღნიშნა Nexia TA-ის მმართველმა პარტნიორმა ბორის მეგრელიშვილმაც.

ცნობისთვის: Nexia TA აკადემია 2016 წელს, Nexia TA-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორისთვის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ტრენინგები, სასწავლო კურსები, სემინარები, ვებინარები, ღია კარის დღეები.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები