მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 მარტის ჩათვლით ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეწყდა – განცხადება

5e312e719865e
დავით ჯალაღონია
29.01.20 11:02
3223
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ავიამომოსვლა მიმდინარე წლის 29 მარტის ჩათვლით შეწყდა.

"საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები