მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 საკითხი, რომელზეც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მთავრობა შეთანხმდნენ – დირკ ბუშლე

60c4dd149d9c0
სალომე მეცხვარიშვილი
12.06.21 20:08
1767
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თითქმის რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე წინააღმდეგობრივი აზრები ისმოდა, თუმცა, მხარეებმა რამდენიმე საკითხზე ჩამოყალიბება მოახერხეს.

“მოვახერხეთ შეთანხმება 3 საკითხზე: 1) ვაწარმოებთ რისკების შეფასებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავარობასთან ერთად და თუ გამოვლინდება ეს რისკები, შემდეგ ერთად შევეცდებით აღმოფხვრათ ისინი. 2) მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხოებაში არსებულ სიტუაციას, იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ სიტუაციის დეესკალაცია – შევთანხმდით, რომ ადგილზე მოიხსნება ბარიერები და იქნება უზრუნველყოფილი ადამიანების კონსიტიტუციური უფლება გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. 3) მესამე საკითხი ეხება ენერეგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. შევთანხმდით, რომ მთავრობა შეიმუშავებს 10–წლიან დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების წილი”,– განაცხადა დირკ ბუშლემ.

რაც შეეხება მედიაციის გაგრძელებას, მისი თქმით, თუ შეთანხმება ეფექტურად აღსრულდება, პროცესიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრმა ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველი შეხვედრა დღეს ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები