მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი

62567ae2080c4
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 11:28
1061
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.

სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.