მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 აპრილიდან მატარებლები კოპიტნარში გაჩერდებიან - „მგზავრებს აეროპორტში მისასვლელად 5 წუთი დასჭირდებათ“

6262489e35dc1
თელარა გელანტია
22.04.22 10:15
3309

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.

როგორც bm.ge-ს საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.

აღსანიშნია, რომ მატარებლის ბილეთის შეძენით, მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს.

"მთავრობის სპეციალური განკარგულებით, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფასო ტრანსპორტირებას. აღნიშნული ტრანსპორტი მგზავრს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე.

კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.